ავტორი:

ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა

ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზია გავრცელებული, დაავადება პირუტყვიდან 12 ადამიანს გადაედო. მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, გამოკვლევა 80-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12-ს დაუდასტურდა.

"მოსახლეობა შეშინებული და შეშფოთებულია, ჩივილები ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ დახმარება, გამოგზავნეს ჯგუფი, აიღეს ანალიზები“, - ამბობს "სამხრეთის კარიბჭესთან“ მზია პაპაშვილი.