ავტორი:

ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები - რა ხდებოდა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში სროლის შემდეგ?

ვრცელდება სათვალთვალო კამერის კადრები - რა ხდებოდა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში სროლის შემდეგ?

ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, ერთმა პირმა მეორეს დაახლოებით შვიდჯერ ესროლა.

ცნობილი ხდება, რომ კაფეში დაჭრილი პირი ფეხბურთელი გუგა ფირცხალავაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვა პიროვნებაში შეეშალათ.

ის ამ დროისთვის სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება.

"ვისხედით კოფი-შოფში, გავიგონე სროლის ხმა ერთი, ორი, დავაწვინე ბავშვი იატაკზე, დავაწექი ზემოდან. მესამე, მეოთხე, მეხუთე სროლის ხმაც მახსოვს. ძალიან შემეშინდა. ქვემოთ რომ ვიწექი, ჩვენს წინ ახალგაზრდა ბიჭი დავინახე რომ გარბოდა ძალიან სწრაფად" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ნახეთ სათვალთვალო კამერის კადრები - სროლა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში