ავტორი:

"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

"ეს არნახული ამბავი პიკს აღწევს... გამუდმებული დაბლოკვა ხდება დედისგან, ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოებში" - რას წერენ ანა ჯაბაური და კონსტანტინე გამსახურდია?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცონტე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც კვლავ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ეხება. მისი ინფორმაციით, ცოტნეს დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილმა შესაბამისი მკურნალობა ვერ მიიღოს.

როგორც ანა ჯაბაური წერს, ისინი აგრძელებენ ბრძოლას უკვე სამართალდამცავ უწყებებში, ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად და მისი კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად.

"ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებსაც. მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ... ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით - ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის. გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონობით ლარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი.

მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერცერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის...და დავამთავრო.

მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა. და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება... დედისგან... გამუდმებული, მიზანმიმართული და ყველა მეთოდით...გამსახურდიების ტრაგიკული ბედი. ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც" - წერს ანა ჯაბაური.

ოჯახურ დაპირისპირებას ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდიაც:

"მეგობრებო, გიორგიმ, ჩემმა ძმამ, ანამ, ცოტნეს ცხოვრებისეულმა პარტნიორმა და მე ამ ჯერზე გადავწყვიტეთ, თითოეულმა დაწეროს საკითხის შესახებ ისე, როგორც გრძნობს და ხედავს საკითხს. ცოტნე უკვე სამწელიწადნახევარია მძიმე მდგომარეობაშია. დიახ, არის ხელშესახები პროგრესი, რის საქმის კურსშიც არაერთხელ ჩაგვიყენებიხართ, თუმცა იქამდე, ვიდრე ლაპარაკს, ფეხზე დადგომას და სიარულს ვერ შეძლებს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არ უნდა ჩაითვალოს. ამიტომაც ყოველი ასეთი დღე ჩემში უმძიმეს განცდას ტოვებს, გინდაც იყოს გარკვეული პროგრესი გამოჯანმრთელების მხრივ. ამიტომაც საჭიროა მეტი, ყოვლისმომცველი და უფრო მკვეთრი ზომების მიღება სამედიცინო კუთხით.

დარწმუნებული ვარ, გიორგი და ანაც ასევე ხედავენ საკითხს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გიორგის და ცოტნეს ბიოლოგიური დედა თავის აგრესიულ, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად ყველანაირად ხელისშეშლის რეჟიმზეა გადართული. ლანძღვა-გინების და ცილისწამებების უწყვეტ ღვარს ვინ ჩივის: ყველა, დიახ ყველა საშუალებით უშლიან ხელს ცოტნეს რეაბილიტაციას - იქნება ეს ხრიკები, იურიდიული გზების მოსინჯვა თუ დაუსრულებელი სასამართლოები. ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული თქვენგანისგან მხარდაჭერას! რაშიც ისინი ცოტნეს ხელს უშლიან, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვერ გავჩუმდებით!" - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ამის შედეგად ის კომაშიც იყო. ცოტნე გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთისა და გერმანიის კლინიკებში, ამჯერად ის სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გადის.

წაიკითხეთ სრულად