ავტორი:

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე საქართველოს დროშა განთავსდა.

საქართველოს დროშის მოძრავ აპლიკაციაში შესვლის შემთხვევაში მომხმარებელი ინფორმაციას იღებს 26 მაისის შესახებ.

"გუგლი" ამ ფორმით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ "გუგლს" ამ ფორმით მხოლოდ საქართველოდან შესული ინტერნეტმომხმარებელი ხედავს.