ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ფიცის დადების მასშტაბური ცერემონია და ულამაზესი კადრები დედაქალაქიდან და ქვეყნის რეგიონებიდან (LIVE)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ფიცის დადების მასშტაბური ცერემონია და ულამაზესი კადრები დედაქალაქიდან და ქვეყნის რეგიონებიდან (LIVE)

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში იმართება. 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 10 რეგიონში იმართება.

ასევე რუსთაველის გამზირზე მოწყობილია სივრცე მოქალაქეებისთვის. ადგილზე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა. მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში მოეწყობა კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

ნახეთ პირდაპირი ეთერი: