ავტორი:

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ვაშინგტონის, სტამბოლის ხიდები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოდან (ფოტოები)

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ვაშინგტონის, სტამბოლის ხიდები და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოდან (ფოტოები)

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ულოცავენ და მის აღსანიშნავად ზოგან ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს.

26 მაისთან დაკავშირებით, ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ევროპის საბჭოს შენობა:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდიც.

ასე აღნიშნავენ სლოვაკეთში, საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღეს:

ეს კი ირლანდიაა, დუბლინი, სადაც Samuel Beckett -ის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

აზერბაიჯანში, ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა "ჰეიდარ ალიევის ცენტრი"

26 მაისთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა