საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების მიზეზები პოლიციამ ჟურნალისტებთან არ განმარტა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „დაკავებული ადამიანი არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას“.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.