ავტორი:

65 წლის შერონ სტოუნი საცურაო კოსტიუმში გულშემატკივრისთვის შთამაგონებელია - რა ფოტოები გამოაქვეყნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა

65 წლის შერონ სტოუნი საცურაო კოსტიუმში გულშემატკივრისთვის შთამაგონებელია - რა ფოტოები გამოაქვეყნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 65 წლის შერონ სტოუნი ზაფხულს შთამბეჭდავ ფორმაში ხვდება. მსახიობმა "ინსტაგრამზე" საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე ის ბუნებრვი ფორმაშია აღბეჭდილი. სოციალურ ქსელში მის ახალ ფოტოს დადებითუ გამოხმაურება და პოზიტიური რეაქციები მოჰყვა.

ერთ-ერთმა ფანმა მას "მუდამ შთამაგონებელი" უწოდა.

"შერონ, შენ ყველა ასაკში ფანტასტიკური ხარ. ასე განაგრძე, არავის უსმინო. კარგ ფორმაში ხარ და ჯანსაღად გამოიყურები",- წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.

სტოუნის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. ადამიანების დიდ ნაწილს მოსწონს მისი გადაწყვეტილება, რომ ასაკს ბუნებრივად, პლასტიკური ოპერაციების გარეშე შეხვდეს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა