ავტორი:

რუსებმა უკრაინაში კლინიკა დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 23 ადამიანი

რუსებმა უკრაინაში კლინიკა დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 23 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ, როგორც ყველაფერ ჰუმანურისა და პატიოსნის წინააღმდეგ მებრძოლთა სტატუსს. სარაკეტო თავდასხმა კლინიკაზე ქალაქ დნიპროში”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამზე“.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია და დაშავებულთა გადარჩენა გრძელდება, ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. ამასთან, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, რომელთა ასაკი 3 და 6 წელია.