ავტორი:

რას აცხადებენ ოჯახში, სადაც სტუმრობდა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, შემდეგ კი დანაშაულის დამალვის მიზნით, ცხედარი დამარხეს?

რას აცხადებენ ოჯახში, სადაც სტუმრობდა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, შემდეგ კი დანაშაულის დამალვის მიზნით, ცხედარი დამარხეს?

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, სკურას დასახლებაში, სტადიონთან დამარხული 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ambebi.ge - სთან აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა. კერძოდ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო შეუტყობინებლობისთვის - 2. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 20 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "კურიერის" ჟურნალისტის იმ პირის ბაბუას ესაუბრა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა.

ბაბუა ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა.

როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს.

სწორედ ამის შემდეგ გაქრა ბიჭის კვალი, შემდეგ კი 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი დამარხული იპოვეს.

როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს. განცხადება გაავრცელა შსს-მაც - უწყების ცნობით, საქმეზე სამი პირი დააკავეს, ერთს კი დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

იხილეთ ასევე: