ავტორი:

"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

"ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "მადლობა, კარგია“ - გვერდიდან როცა ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ?" - პუტინი ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ვიზების გაუქმების შემდეგ მას საქართველოს რეაქცია გაუკვირდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა "აი, მადლობა, კარგია.” არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება დასვენების სეზონიდან გამომდინარე მიიღო. პუტინის თანახმად, მას ასევე სურდა საქართველოში იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგება სურთ და ასევე, რუსეთის იმ ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებსაც მეზობელი ქვეყანა უყვართ.

“ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი მონაკვეთი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ნაბიჯებს ვდგამთ და გავაგრძელებთ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” - განაცხადა პუტინმა.

მანვე თქვა, რომ მან პირადად გადაწყვიტა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

"ყოველთვის ვცდილობ, ჩემს კოლეგებს შორის გავანაწილო ყველაფერი დადებითი, რაც ჩვენთან ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება და წინადადება იყო“, - "ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "დელოვაია როსიას“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინმა ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ქართველ ბიზნესმენს უპასუხა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის და უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები "დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან", მათ შორის საკურორტო სეზონთან.

"მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ მოსკოვი მზადაა თბილისისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს.

"ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე.

არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ბიზნესს სარგებელს მოუტანდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეხვედრაზე ქართველი ბიზნესმენის აზრის მოსმენით.

ამასთან, როგორც პუტინმა განაცხადა, საქართველოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს.

"მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, მან აღნიშნა: "რაც ხდება ქვეყნის შიგნით {საქართველო}, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს".