ავტორი:

"პრეზიდენტი სიტყვით ევროპის გზას მიუყვება და საქმით რუსულ თვითმფრინავში ზის" - მაია ასათიანი

"პრეზიდენტი სიტყვით ევროპის გზას მიუყვება და საქმით რუსულ თვითმფრინავში ზის" - მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი ამბობს, რომ უერთდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით იმართება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებებით ევროპის გზას ადგას, თუმცა საქმით საპირისპიროს ამტკიცებს.

"ჟურნალისტები ძალიან დავიღალეთ პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადებებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვით ჩვენი პრეზიდენტი ევროპის გზას მიუყვება და იმ თვითმფრინავში ზის, რუსეთიდან რომ მოფრინავს.

ამიტომ ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ ევროპული ფასეულობები არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის საქმე. მას შეუძლია ნიკას შეწყალება. გუშინ თქვა, რომ მთავარი თავისუფლებაა. დიახ, "მთავარის" მთავარი ჟურნალისტი ახლა მთავარი არ არის და მას შეუძლია ეს თავისუფლება მიანიჭოს" - აღნიშნა მაია ასათიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას.