ავტორი:

"მეუფე ნიკოლოზი ხშირად დადის რუსეთში, შვილი ჰყავს გათხოვილი და არ გამიკვირდება კიდევ წავიდეს" - მეუფე იაკობი

"მეუფე ნიკოლოზი ხშირად დადის რუსეთში, შვილი ჰყავს გათხოვილი და არ გამიკვირდება კიდევ წავიდეს" - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ყოველ წელს დადის, რადგან იქ ოჯახის წევრები ჰყავს.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ოფიციალურ შეხვედრებს ვერ გამართავს, რადგან საქართველოს საპატრიარქო რუსეთში შეხვედრებს არ მართავს.

"ეგ ხშირად დადის ხოლმე. ადამიანია, მაგას ოჯახი ჰყავს იქ, შვილი ჰყავს გათხოვილი, როგორც მე ვიცი და ყოველ წელს დადის, არ გამიკვირდება რომ წავიდეს. ოფიციალურ [შეხვედრას] ვერ გამართავს. საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს რუსეთში“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სწორია საპატრიარქოს წარმომადგენელი რუსეთში რომ ჩადის, იაკობმა განაცხადა, რომ ის რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა.

"თვითონ მას ჰკითხეთ - მე არ დავდივარ საერთოდ. საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, [მის მერე] არ ვარ ნამყოფი. სულ ორჯერ ვარ რუსეთში ნამყოფი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

წაიკითხეთ ასევე: