ავტორი:

"დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ" - უკრაინელი მოდელის პროტესტი კანის კინოფესტივალზე

"დამაკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურთ" - უკრაინელი მოდელის პროტესტი კანის კინოფესტივალზე

უკრაინელმა მოდელმა ალინა ბაიკოვამ 2023 წლის კანის კინოფესტივალზე თამამი განცხადება გააკეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ალინას წითელ ხალიჩაზე მოკლე კაბა ეცვა წარწერით: "F*** YOU PUTIN”.

34 წლის მოდელი ადგილიდან დაცვის ხუთმა თანამშრომელმა გაიყვანა.

მისი პროტესტის კადრები სოციალურ ქსელში მალე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით ბაიკოვამ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "აი უკრაინის "რეალური მხარდაჭერის“ მტკიცებულება!

დამაკავეს და ხალიჩის დატოვება მთხოვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურს", - წერს მოდელი.

ცნობისთვის, 2023 წლის კანის კინოფესტივალზე რუსული ფილმების ჩვენება აკრძალულია.

რაც შეეხება ბაიკოვას, ის სოციალურ პლატფორმას უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ განცხადებებისთვის იყენებს. მოდელი თასობით უკრაინელ დევნილს ქვეყნიდან წასვლაში დაეხმარა და მათთვის თანხის შეგროვებასაც გეგმავს.

ალინას ოჯახი ამ დრომდე უკრაინაში რჩება: "ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და გული მწყდება იმის გამო, რაც იქ ხდება... ჩემი ცხოვრება გარედან მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად მკვდარი ვარ“, - წერს მოდელი.

მოამზადა ანი შავიშვილმა