ავტორი:

"ტექნიკური ელეგანტურობა, ბურთის ფლობა, ფეთქებადი ძალა, მრავალფეროვნება, რომელიც ქართული პოლიფონიის მსგავსია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

"ტექნიკური ელეგანტურობა, ბურთის ფლობა, ფეთქებადი ძალა, მრავალფეროვნება, რომელიც ქართული პოლიფონიის მსგავსია" -  მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე ("მეცი") აღიარა.

"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

იხილეთ ასევე: