ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდ ბრიტანეთში - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი დიპლომატის მსახიობი მეუღლე?

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდ ბრიტანეთში  - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი დიპლომატის მსახიობი მეუღლე?

ლელა მებურიშვილის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ ერთგვარ ზღაპარს ჰგავს. დიპლომატი მეუღლის წყალობით მსახიობის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შეგახსენებთ, მისი მეუღლე ბაჩო საგანელიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავას ერთ-ერთი მოადგილეა, ეკონომიკური მიმართულებით. შესაბამისად, ლელას ხშირად უწევს დასწრება ოფიციალურ ღონისძიებებზე, რაც ბრიტანეთში ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება. ამჯერად მსახიობმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ამ დღისთვის, სპეციალურად რძისფერი, აკადემიური კაბა აცვია.

ლელა მებურიშვილი და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად უკვე ორი წელია ლონდონში ცხოვრობენ.

გასულ წელს ოჯახი ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობას, სამეფო დოღს დაესწრო. ამ დღეს ბრიტანეთის მაღალი რანგის საზოგადოების დიდი ნაწილი სამეფო კართან ერთად იკრიბება. წლის მიწურულს კი მსახიობმა Fashion Awards 2022-ზე გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები გამოაქვეყნა. ლელა მეუღლესთან ერთად მოდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

წაიკითხეთ ასევე: