ავტორი:

ავსტრალიაში გამართულ როდეოზე შეკრებილ ხალხს გაქცეული ხარი დაესხა თავს

ავსტრალიაში გამართულ როდეოზე შეკრებილ ხალხს გაქცეული ხარი დაესხა თავს

ავსტრალიაში გამართულ საცეკვაო როდეოზე, ჯებირებიდან გაქცეული ხარი ხალხს თავს დაესხა. შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებს ელვის სისწრაფით მოედო. კუნუნურაში გამართული როდეოს არენაზე ათეულობთ ადამიანი იყო შეკრებილი საცეკვაოდ, როცა მოულოდნელად ხალხის ყვირილი გაისმა. ხარი საცეკვაო არენისკენ გამოიქცა, რის გამოც ხალხი ღობეებს მიაწყდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ისმის მშობლების ყვირილიც, რომლებიც თავიანთ შვილებს ეძახიან. თვითმხილველების თქმით, როდეოს პერსონალი და სხვა მოხალისეები კონტროლდაკარგული ცხოველის შეჩერებას ცდილობდნენ.

@charlie_daisy_travel First time at a rodeo and this happens 😳🐂 #rodeo #australiatiktok #neardeathexpierience ♬ original sound - charlie_daisy_travel

ნატალი რიპსის 5 წლის ქალიშვილი, ობრი, საავადმყოფოში თავის დაზიანებებით გადაიყვანეს. პანიკაში მყოფმა ხალხმა, გაქცევისას, წაქცეულ გოგონას თავსა და ფეხებზე დააბიჯა. საბედნიეროდ, გოგონას მძიმე დაზიანებები არ მიუღია. "ქაოსის დროს ობრი მიწაზე დაეცა და მას რამდენიმე ადამიანმა დააბიჯა ფეხი. მომხდარის გამო ორგანიზატორებმა არაერთხელ მოგვიხადეს ბოდიში“, - ყვებოდა პრესასთან გოგონას დედა.

მეორე დაშავებული 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როდეოს მხედარმა, ლენს ბედფორდ უმცროსმა განაცხადა, რომ ის არენაზე პანიკაში მყოფი ხარის შესაკავებლად შევარდა.

"მათ (ხარებს) დიდხანს არ უყვართ დასაკავებელ ჯებირებში დგომა და ერთ-ერთი ხარი როგორღაც გარეთ გამოვარდა. ყველანი გამოვიქეცით მის შესაკავებლად, მაგრამ საბედნიეროდ, პერსონალმა კარი გააღო და ხარი პირდაპირ საბძელში შევარდა“.

ინციდენტის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: abc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა