ავტორი:

თალიბები ირანს ომის გამოცხადებით ემუქრებიან, მათ ხელში კი დიდძალი ამერიკული შეიარაღებაა - ამერიკელებმა ავღანეთში შეიარაღება განგებ დატოვეს?

თალიბები ირანს ომის გამოცხადებით ემუქრებიან, მათ ხელში კი დიდძალი ამერიკული შეიარაღებაა - ამერიკელებმა ავღანეთში შეიარაღება განგებ დატოვეს?

ავღანეთ-ირანის საზღვარზე 27 მაისს სერიოზული შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომელშიც დაპირისპირებულმა მხარეებმა ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარსატყორცნების გარდა, მსხვილკალიბრიანი არტილერიაც კი გამოიყენეს...

სასაზღვრო კონფლიქტები არცთუ იშვიათია მსოფლიოში, მაგრამ 27 მაისის ინციდენტს მოჰყვა ავღანეთის თალიბების ხელისუფლების მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ ის...ომს გამოუცხადებს ირანს!

რა ვერ გაიყვეს მეზობლებმა - ავღანეთმა და ირანმა ისეთი, რომ საქმე მსოფლიოში კიდევ ერთ დიდ ომამდე შეიძლება მივიდეს?

წყალი!

სწორედ წყლის რესურსების ნაკლებობა ხდება იმის მთავარი მიზეზი, რომ ორი უზარმაზარი სახელმწიფოს - ირანისა (88 მლნ მოსახლე) და ავღანეთის (40 მლნ ადამიანი) სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირება შეიარაღებულ ორთაბრძოლაში გადაიზარდოს და - არა მარტო საზღვრის გასწვრივ...

უწყლოდ დარჩენილი სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის 2,4 მლნ-იან მოსახლეობას კიდევ ერთი სერიოზული საბაბი უჩნდება, ოფიციალურ თეირანს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, რაც არანაირად არ შედის იმ ირანის ხელისუფლების სტრატეგიულ ინტერესებში, რომელსაც ისედაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ჰქონდა ისრაელთან, არანაკლები - აშშ-სთან და თურქეთთან, ხოლო ბოლო წლებში, დამატებით, საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაც კი გადაიკიდა კამიკაძე „შაჰიდების“ რუსეთისთვის მასობრივად მიწოდების გამო.

2021 წლის ზაფხულში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უსწრაფესი ევაკუაცია ავღანეთიდან, რაც ერთგვარ გამოქცევასაც კი დაემსგავსა, იქ დიდძალი ამერიკული შეიარაღების დატოვების ფონზე, რუსების და იმავე ირანელების დაცინვის საგანიც გახდა, მაგრამ როგორც ახლა ირკვევა, თეთრ სახლს ჰქონდა არანაკლებ სამი სერიოზული მიზეზი იმისთვის, რომ ასე მოქცეულიყო:..განაგრძეთ კითხვა