ავტორი:

"სულ გვერდით მედგა და მიცავდა, ამიტომ, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მის პატიმრობაზე" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას შესახებ

"სულ გვერდით მედგა და მიცავდა, ამიტომ, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მის პატიმრობაზე" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას შესახებ

"ვგრძნობ პასუხისმგებლობას ნიკა გვარამიას პატიმრობაზე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის თქმით, გვარამია მათ შორის მის გამო ზის ციხეში, ამიტომ მას ნომერ პირველ პოლიტპატიმრად თვლის.

"ნიკა გვარამია ჩემთვის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი, რადგან ვთვლი, რომ მათ შორის, ჩემს გამოც ზის ციხეში,იმის გამო, რომ იყო ჩემი ადვოკატი, სულ გვერდით მედგა და მიცავდა, ამიტომ,მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მის პატიმრობაზე, ამას ყოველთვის ვახსენებ ჩემს წერილებში საერთაშორისო ასპარეზზე. ვინც ცდილობს, გაყოს ჩვენი საკითხები ერთმანეთისგან, ივანიშვილის იაფფასიან თამაშს თამაშობს”, - წერს ის.