ავტორი:

"მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ... რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს" - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი

"მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ... რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს" - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, აფეთქებების ხმები, რომელიც დღეს დილით მოსკოვის ოლქის მცხოვრებლებმა გაიგეს, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის გამო ისმოდა.

"დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ - ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს", - დაწერა გუბერნატორმა "ტელეგრამ“ არხზე.

გუბერნატორმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარის ყველა გარემოებას იძიებენ. მერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძიმედ არავინ დაშავებულა. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

რუსული მედიის ინფორმაციით, დრონები საცხოვრებელ კორპუსებს დედაქალაქის ორ ქუჩაზე დაეჯახნენ.