ავტორი:

"კიევის წინააღმდეგ გაშვებული 31 დრონიდან 29 განადგურებულია" - უკრაინის საჰაერო თავდაცვა

"კიევის წინააღმდეგ გაშვებული 31 დრონიდან 29 განადგურებულია" - უკრაინის საჰაერო თავდაცვა

რუსულმა ძალებმა კიევს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 29 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, 30 მაისის ღამეს უკრაინის ზოგიერთ ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების პირველი ხმები დედაქალაქ კიევში ადგილობრივი დროით, ღამის 3:00 საათზე გაისმა. თავდასხმის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.