ავტორი:

თინა კანდელაკისა და მისი მეუღლისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით "ტელეგრამარხების" 3 ადმინისტრატორს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თინა კანდელაკისა და მისი მეუღლისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით "ტელეგრამარხების" 3 ადმინისტრატორს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსული მედიის ცნობით, კრემლის პროპაგანდისტი ტელეწამყვანის თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის, სახელმწიფო კორპორაცია "როსტეკის" დავალებათა დირექტორ ვასილ ბროვკოსთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით, "ტელეგრამარხების" 3 ადმინისტრატორი გაასამართლეს. მათ 8-წლიანი პატიმრობა მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ მიუსაჯა.

"ტელეგრამარხების" სამ ყოფილ ადმინისტრატორს - ალექსეი სლობოდენიუკს, ევგენი მოსკვინს და ვლადისლავ მალუშენკოს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევთ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით ("გამოძალვა“), თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, 500 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

გამოძიების თანახმად, 2020 წელს სლობოდენიუკმა, მოსკვინმა და მალუშენკომ საჯარო პირებისგან ფულის გამოძალვის მიზნით "ტელეგრამის" არხები იყიდეს, სადაც გამოაქვეყნეს ცილისმწამებლური პოსტები ვასილი ბროვკოსა და მისი მეუღლის თინა კანდელაკის შესახებ. როდესაც ბროვკოს თანაშემწემ მიმართა ადმინისტრატორებს, მათ პოსტების წაშლის სანაცვლოდ, 470 ათასი რუბლი მოითხოვეს.

რუსეთში "ტელეგრამარხების" ადმინისტრატორების წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.