ავტორი:

"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს

"ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები" - "ნიკორა" რეგიონის სკოლების დახმარებას აგრძელებს

კომპანია „ნიკორა“, რომელიც საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი მწარმოებელია, განათლების ხელშეწყობასა და სკოლების დახმარებას აგრძელებს. უკვე მეორე წელია, კომპანია რეგიონის სკოლებს სტუმრობს და მათ პერსონალურ კომპიუტერებს, ახალგამოცემულ საკითხავ ლიტერატურას, მოსწავლეებს კი სხვადასხვა საჭირო ნივთს გადასცემს.

ამჯერად „ნიკორას“ წარმომადგენლები მესტიისა და ჭიათურის სკოლებს ესტუმრნენ. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვამრიანი აღნიშნავს, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანია მათ სკოლას დაეხმარა.

„ეს დღე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლისთვის გამორჩეული იყო. „ნიკორამ“ ის დღესასწაულად უქცია სკოლის მოსწავლეებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალმთიანი სოფლის სკოლის ბავშვებს გადასცეს კომპიუტერული ტექნიკა, გემოვნებით შერჩეული და მოზარდ თაობაზე გათვლილი მხატვრული ლიტერატურა, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი. I-VIII კლასის მოსწავლეებს კი ინდივიდუალურად დაურიგდათ სასწავლო ნივთების კომპლექტი. უსაჩუქროდ არც პედკოლექტივი დაუტოვებიათ. ჩვენ ვნახეთ გახარებული და ღიმილიანი ბავშვების სახეები, მათთვის ეს დღე ბედნიერების დღე იყო. ეს ქველმოქმედება არის ეროვნული სულისკვეთება. საქმე, რომ დაეხმარო და სასწავლო პროცესი გაუადვილო ჩვენს მომავალ თაობას, მისასალმებელი და მისაბაძია. „ნიკორა“ ამ მიმართულებით და ქველმოქმედების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქართული კომპანიაა და დიდსულოვნად აკეთებს ქართულ საქმეს, ქვეყნის უკეთესი და ღირსეული მომავლის საქმეს, ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს,“ - გვიამბობს სპარტაკ გვამრიანი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა კიდევ ერთი სკოლაა, რომელსაც „ნიკორას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები, ტექნიკა და ლიტერატურა გადასცეს.

„19 მაისს სკოლას საოცრად სასიამოვნო სტუმრები, კომპანია „ნიკორას“ წარმომადგენლები ეწვივნენ და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები, მხატვრული ლიტერატურა და I-VIII კლასების თითოეული მოსწავლისთვის სასკოლო ნივთები მოგვიტანეს. ეს დახმარება სკოლისთვის ჰაერივით იყო საჭირო. უნდა გენახათ ბავშვების გაბრწყინებული სახეები. ვფიქრობ, კომპანიამ კეთილი საქმის კეთების საუკეთესო გზა მონახა. სიკეთე გადამდებია!“ - აღნიშნავს სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გრძელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე „ნიკორამ“ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას. როგორც სკოლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს, რომელთა ნაწილიც სოციალურად დაუცველია, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში სჭირდებოდათ ის ნივთები, რომლებიც კომპანიამ გადასცა და ეს მათს მოტივაციაზე დადებითად აისახება.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4-4 სტუდენტი მეოთხე წელია, „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით.

NS