ავტორი:

რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა

რუსულმა Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი" დაამატა

რუსულმა ავიაკომპანიამ Red wings-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მარშრუტებზე ფრენების ნებართვა მიიღო, ქვეყნების ჩამონათვალში "აფხაზეთი“ დაამატა.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - flyredwings.com - ქვეყნების ჩამონათვალში - აფხაზეთი დღეს გამოჩნდა. მანამდე, კერძოდ, 18 მაისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენებზე ოპერირების უფლება მიანიჭა, აფხაზეთი ჩამონათვალში არ იძებნებოდა.

ცნობისათვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Red Wings-ზე ნებართვა 18 მაისს გასცა.

როგორც "ეხო კავკაზა“ იუწყება რუსული ავიაკომპანია Red Wings, საქართველოში ავიარეისებს ჯერჯერობით არ იწყებს,

გამოცემის ცნობით, Red Wings-ის ვებგვერდზე საქართველოში ბილეთები ჯერ არ იყიდება. "ეხო კავკაზა“ ავიაკომპანიას ცხელი ხაზით დაუკავშირდა, თუმცა ოპერატორმა ფრენების დაწყების თარიღი ვერ დაასახელა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Red Wings სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისებს 2 ივნისიდან კვირაში 3-ჯერ განახორციელებდა.

მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთი Red Wings-ის მიმართულებების სიაშია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. კერძოდ, სიაში მითითებულია გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, "ბაბუშერა“.