ავტორი:

"თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა" - კობახიძე

"თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა" - კობახიძე

თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს.

"რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ურთიერთობას - ეს მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე, თუ კიდევ ფიქრობ ასეთი ადამიანის შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას. ნუ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა კობახიძემ.