ავტორი:

1 ივნისს Gino Paradise - ში სეზონი ოფიციალურად იხსნება!  გაიგეთ, რა სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ სტუმრებს!

1 ივნისს Gino Paradise - ში სეზონი ოფიციალურად იხსნება!  გაიგეთ, რა სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ სტუმრებს!

1 ივნისს „ჯინო ფერედაისში“ ახალი საზაფხულო სეზონი და გარე სივრცეები ოფიციალურად იხსნება. სეზონის გახსნასთან ერთად აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე, რაც სადღესასწაულო განწყობას აორმაგებს.

Gino Paradise 5 წლის ჩათვლით პატარებს ყოველთვის უფასოდ მასპინძლობს. სპეციალურად ამ დღისთვის კი 6-15 წლის ვიზიტორებიც ფასდაკლებით ისარგებლებენ: მათთვის აკვაპარკში სტუმრობის ღირებულება 39 ლარი იქნება!

„ჯინო ფერედაისში“ დასვენების სეზონის გახსნას განსაკუთრებული სიურპრიზებითა და საჩუქრებით აღნიშნავენ. უფასო კოქტეილები, ნაყინი, ღვინის დეგუსტაცია, გათამაშებები, შეჯიბრებები - „ჯინო“ სტუმრებისთვის დაუვიწყარ დღეს ამზადებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის: პირველი 100 ვიზიტორი გარანტირებულ საჩუქარს მიიღებს! ამიტომაც, დააყენე მაღვიძარა და იყავი პირველი!

დღის განმავლობაში დაგეგმილია უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. აქტივობები გადანაწილებულია აუზების მიხედვით და შესაბამისად, სხვადასხვა ასაკის ადამიანები მარტივად შეძლებენ, სასურველი გასართობი აქტივობით დაკავებას. ყველაზე პატარებისთვის კი ტალღოვან აუზთან დაუვიწყარი გასართობი ღონისძიება მზადდება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

აკვაპარკი გაიხსნება დილის 10 საათიდან, აქტივობები კი დღის 12 საათზე დაიწყება.

„ჯინოში“ აუზების პარალელურად გელოდებათ სარელაქსაციო და გასართობი სივრცეები, რომლებიც საუკეთესო დასვენებისა და განტვირთვის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ „ჯინო ფერედაისი“ აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო კომპლექსია, რომელიც მოიცავს აკვაპარკს, სპა სივრცეს და ახლა უკვე სასტუმროს!

„ჯინოში“ არსებულ ველნეს & სპა სირცეში შეგიძლიათ ისეთი უნიკალური სერვისებით ისარგებლოთ, როგორიც არის სხვადასხვა ვირპული, ოქროს თერაპია, მაკედონელის ოქროს სავარძელი, 6 ტიპის საუნა, ტეპიდარიუმი, ექსელენთ სივრცე დახურული წვეულებებისთვის... ყველა მათგანი საშუალებას მოგცემთ, განიტვირთოთ, მაქსიმალურად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. „ექსელენთში“ შეგიძლიათ, გადაიხადოთ დაბადების დღე ან დაგეგმოთ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

„ჯინო ფერედაისი“ განსაკუთრებულად ზრუნავს სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ აუზებში 24/7 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამმაგი ფილტრაცია. წყლის ტემპერატურა კი მზიან ამინდზე არ არის დამოკიდებული, რადგან ხელოვნურად თბება.

დაიწყე ზაფხული ახალი ენერგიით! შეუერთდი Gino - ს უსასრულო გართობას!

R