ავტორი:

"ბჟანიამ თავის ხალხს ომი გამოუცხადა... მზად იყო, ჩვენი დახვრეტის ბრძანება გაეცა" - რა ხდება აფხაზეთში: ოპოზიციის აქცია, სადაც ე.წ. პრეზიდენტი ჯავშანჟილეტით გამოჩნდა

"ბჟანიამ თავის ხალხს ომი გამოუცხადა... მზად იყო, ჩვენი დახვრეტის ბრძანება გაეცა" - რა ხდება აფხაზეთში: ოპოზიციის აქცია, სადაც ე.წ. პრეზიდენტი ჯავშანჟილეტით გამოჩნდა

დღეს, ადგილობრივი ოპოზიციური ძალების ორგანიზებით, აფხაზეთში ე.წ. ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ბჟანია-ანქვაბი-არძინბას კლანი აფხაზეთის მიწებს რუსეთს უთმობს და "ანტისახელმწიფოებრივ და დამღუპველ ნაბიჯებს დგამს".

  • აქციის დაწყებამდე ხელმძღვანელობამ მთავრობის შენობების გარშემო, დაცვის სამსახურები და მილიცია დააყენა, გარშემო კი დამცავი კონსტრუქციები და ჯებირები აღმართა.

გუშინ აფხაზეთის ე.წ. უშიშროებისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს მართლწესრიგისკენ მოუწოდა, რათა არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და დესტაბილიზაცია საზოგადოებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბჟანია აქციაზე გამოსულ ხალხთან არ მისულა, თუმცა ე.წ. ძალოვან უწყებებთან მივიდა და ინსტრუქციები მისცა. ეს კი ნიშნავს, რომ მასშტაბური აქციის მიუხედავად, ე.წ. ხელმძღვანელობა არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს. მოსახლეობის თქმით, დღევანდელმა აქციამ მთავრობასა და ხალხს შორის არსებული განხეთქილება კიდევ უფრო გაამწვავა.

ბჟანია მილიციასთან მივიდა და უბრძანა, ბოლომდე დაეცვათ უსაფრთხოება, იმდენი ძალოვანი ჰყავდათ მობილიზებული, თითქოს ქართველების თავდასხმას ელოდებოდნენ...

"ისეთი სახით გამოვიდა ბჟანია, არავითარი შერბილებული ტონი, ან მოჩვენებითი ღიმილი, ისე გადმოგვხედა, მზად იყო ჩვენი დახვრეტის ბრძანება გაეცა. ასე იცის, სუსტმა ოპოზიციამ და სამოქალაქო მუხტმა" - მიაჩნია ალიკ ჯერგენიას.

"ასლან ბჟანია თავისი ქვეყნის ძალოვან უწყებებთან, რომლებიც მშვიდობიანი აქციის "უსაფრთხოებისთვის" გამოიყვანეს, ჯავშანჟილეტით მივიდა და გააფრთხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული ზომები მიეღოთ... მანამდე კი, სამთავრო უწყებების გარშემო ბარიკადები შემოავლეს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაშორდე შენს ხალხს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნო და ასიამოვნო ახალ ბატონს, რომელიც სკამის სანაცვლოდ ყველაფრის დათმობას დათმო" - ასე ეხმაურება დღეს სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციას ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ასიდა ქორთუა მიიჩნევს, რომ სადაც სხვები დუმან, ინიციატივა ადგილობრივმა ქალებმა უნდა აიღონ და სიტუაციის შესაცვლელად უნდა იბრძოლონ.

ბოლოდროინდელი პროცესები აჩვენებს, რომ ყველანაირ დიალოგის რესურსი ამოიწურა. ხელისუფლებისგან ყოველდღე უნდა ველოდოთ "სიურპრიზებს". ამიტომ, მივმართავ იმ დედებს, რომლების შვილებს აფხაზეთს უზრდიან და არა რუსეთს, ან სხვა ქვეყანას, თქვენს შვილებსაც მონებად აქცევენ. რამე უნდა ვიღონოთ, სანამ, ბოლომდე სხვის საკუთრებად არ ვქცეულვართ" - მიაჩნია მას.

"დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავიგე, რომ აფხაზეთში არასდროს იქნება სამართალი და თავისუფლება, გაზი, დენი, წყალი, ნორმალური ხელფასი და პენსია. არც გამართული ავტობანები და კანალიზაცია, სამედიცინო და განათლების სისტემა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ნაცვლად, მტყუან-მართალს ძალიან მდიდარი, სასახლეებში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდები არჩევენ... თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს ვიტანთ, რადგან როგორც ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, თუ თავად არ იქნებიან, რუსეთის მხარდაჭერა არ გვექნება და საქართველო დაგვიპყრობს. ძველი ზღაპარია, მაგრამ მაინც კარგად ისმინება" - მიაჩნია ჯენი ზანთარაიას.