ავტორი:

"საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება" - რას წერენ შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის შემდეგ?

"საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება" - რას წერენ შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის შემდეგ?

საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია საქართველოს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

"ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია. პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია თქვენს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ”, - წერს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ტვიტერის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილიც:

"მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, - წერს ზურაბიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: