16 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისი ბიძა დააკავეს. მარნეულში მომხდარი საზარელი ფაქტის დეტალებს "ტვ პირველი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეზე მამიდის ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცი გოგონას ემუქრებოდა, რომ თუ ამბავს გაამჟღავნებდა, ოჯახის წევრებს მოუკლავდა.
"ბიძად ეკუთვნოდა ამ გოგოს. ეს მოზარდი ბებიასთან ცხოვრობს. მესიჯი მიუწერია არასამთავრობოებისთვის და დახმარება უთხოვია. ჩვენც გაოგნებულები ვართ" - ჰყვებიან სოფელში.
მეზობლები ყვებიან, რომ ბიძა გოგოს სახლში ხშირად დადიოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შესახებ მხოლოდ კაცის დაკავების შემდეგ გაიგეს.ბრალდებულის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მოზარდის ჩვენება და ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებია, რომელსაც გოგონა მის მეგობრებს უგზავნიდა.
ასევე "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. რაც შეეხება მოზარდს, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და დროებით საცხოვრებელ სოფელს მოშორებულია.