ავტორი:

რუსეთმა ვალერი ზალუჟნიზე, ალექსანდრე სირსკისა და სერგეი ნაევზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ვალერი ზალუჟნიზე, ალექსანდრე სირსკისა და სერგეი ნაევზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკიზე ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევიც.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნებიან უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები.