ავტორი:

"გაჩვენებთ, რა არის შურისძიება. ამ სიტყვის სრული გაგებით" - კადიროვი მოსკოვზე შეტევის გამო უკრაინასა და დასავლეთ ევროპას კვლავ ემუქრება

"გაჩვენებთ, რა არის შურისძიება. ამ სიტყვის სრული გაგებით" - კადიროვი მოსკოვზე შეტევის გამო უკრაინასა და დასავლეთ ევროპას კვლავ ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი პირობას დებს, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევის გამო, შურს იძიებს. შესაბამის განცხადებას ის "ტელეგრამის" არხზე აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, კადიროვი აფრთხილებს "კიევის რეჟიმს" და მსგავს ქმედებებს ტერორიზმს უწოდებს.

ის გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადონ და "ტერორისტები ერთად გაანადგურონ". მანვე მოუწოდა რუს სამხედროებს, რომ იქამდე შეუტიონ ტერორისტების ადგილებს, სანამ სრულად არ გაანადგურებენ და სანამ ამ ადგილებში არაფერი დარჩება.

  • ჩეჩნეთის ლიდერი ასევე დაემუქრა დასავლეთ ევროპას და აღნიშნა, რომ რუსეთი "მალე დააკაკუნებს გერმანიის, ან პოლონეთის კარზე".

"დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ მალე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჩვენ გაჩვენებთ, რა არის შურისძიება. ამ სიტყვის სრული გაგებით", - აცხადებს რამზან კადიროვი.