ავტორი:

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან" - წულუკიანის კომენტარი მერაბ მეტრეველის პოსტზე და ჟურნალისტის პასუხი: "ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის"

"პალიტრანიუსის" წამყვანმა, ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პოსტი, რომელმაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გულისწყრომა გამოიწვია. კერძოდ, მეტრეველმა "დაპოსტა" მოქალაქის მიერ მისთვის მესენჯერში მიწერილი ტექსტი და დასვა კითხვა მისთვის მიწერილი შეეფერებოდა თუ არა სიმართლეს:

"ახლა მომწერეს და მართლა ასეა?"

"გამარჯობა..სახელმწიფომ ამ წლის ბოლომდე მისცა ვადა ყველა იურიდიულ პირს, რომ თავიანთი ორგანიზაციები თავიდან გადაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, თან რეესტრში უნდა მივიდეს ყველა დამფუძნებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციას გააუქმებენ. თან 200 -დან - 400 ლარამდე უნდა გადაიხადოს. როგორც ხედავთ, ვიღაცეები არაფრისგან,.. დიდ ფულს იღებს მოსახლეობიდან. მერამდენედ " წველიან" მოსახლეობას. ასიათასობით იურიდიული პირია. ეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეხება. რამდენიმე წლის უკანაც იყო მსგავსი, წულუკიანის "მოფიქრებულია" ეს. მისი იუსტიციის მინისტრობის დროს.. ნორმალურმა ადამიანებმა წესით ეს უნდა გააპროტესტონ, თუ ცხვრები არ არიან. ეს ამბავი უნდა გახმაურდეს, ხალხის ყურამდე კარგად უნდა მიიტანოთ და გააგებინოთ, როგორ ნაგლად პარსავენ ხალხს. იქნებ სერიოზული პროტესტი გამოიწვიოს, ან მინიმუმ ამ ხელისუფლების მიმართ კარგი განწყობა აღარ ექნებათ".

ამის გამო კულტურის მინიტრსმა თეა წულუკიანმა უკმაყოფილება ვერ დამალა და ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:

"მატყუარა რომ ხართ ბრჭყალების გარეშე, ამას რა ეშველება? ეგეთი გამოგონება არ მქონია. რაც მქონდა, რეფორმები ერქვა და კი დატრაშუნებთ უვიზოდ ფონ კრამუნთან, რაც, ოცნების ბევრ სხვა ძალისხმევას შორის, მაგ გამოგონებების დამსახურებაცაა. თუ მოგენატრეთ, ღიადა თქვით, რაღა. რა საჭიროა ტყუილი. სასაცილო ფრენდი ესა." - მიმართა წულუკიანმა მერაბ მეტრეველს.

მეტრეველმა კულტურის მინისტრს უპასუხა:

"ქალბატონო, თეა, მატყუარას რის გამო მიწოდებთ? ანუ არ გჯერათ, რომ ეს ტექსტი მესენჯერში მომწერა მოქალქემ და ფიქრობთ, რომ მე მოვიგონე? რატომ? როდესმე ტყულში შეგიმჩნევივართ? რის საფუძველზე შეგაქვთ ეჭვი ჩემს გულწრფელობაში? როდესაც ადამიანს ასე ხელაღებით მატყუარას უწოდებთ, ეს ხომ თქვენზე უფრო მეტყველებს ვიდრე ჩემზე?აქვე გიდებთ მტკიცებულების სახით ჩვენი მიმოწერის სქრინებს და ბიდიშს ველოდები თქვენგან უსაფუძვლო ბრალდების და ცილისწამების გამო.

P. S. მე პირადად თქვენ ერთადერთ საკითხზე მენატრებით - სასამრთლო რეფორმა და ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან: როგორ იქეცით ადეიშვილის შექმნილი სისტემის ტყვედ და ადეიშვილის საყვარელი მოსამართლეების "გამპრავებლად"? ამ კითხაზე პასუხი თუ გაქვთ, გელოდებით ეთერში, მანამდე კი ბოდიშს ველი ცილისწამებისთვის", - უპასუხა მეტრეველმა თეა წულუკიანს.

იხილეთ მერაბ მეტრეველის პოსტი: