ავტორი:

"როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია"- კერხერმა ჰორეკა სექტორისთვის დასუფთავების ტექნოლოგიების გამოფენა ჩაატარა

"როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია"- კერხერმა ჰორეკა სექტორისთვის დასუფთავების ტექნოლოგიების გამოფენა ჩაატარა

„როდესაც ბიზნესში ჰიგიენა მნიშვნელოვანია“ – „კერხერ საქართველომ“ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის დასუფთავების ტექნოლოგიის გამოფენა ჩაატარა. პროდუქციის პრეზენტაცია თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი ბათუმში შედგა.

ღონისძიების ფარგლებში, 120-მდე სტუმარს ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების პროფესიონალური დასუფთავების აპარატებს. ამასთან შესაძლებელი იყო, ყველა სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინათ, აპარატების დანიშნულებისა და სარგებლის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ასევე, საკუთარი ხელით გამოეცადათ თითოეული აპარატი და შეეგრძნოთ გერმანული ხარისხი.

„კერხერ საქართველოს“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ბათირაშვილის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს და დანერგოს ევროპაში დამკვიდრებული და პოპულარული ინოვაციური ტექნოლოგიები:

„კერხერ საქართველო“ წლებია მასპინძლობს არაერთ მიზნობრივ ჯგუფს, მათ შორის სასტუმროებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება გვეძლევა და მათ ვაცნობთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის ინოვაციურ პროდუქტებს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბათირაშვილმა.

კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელის გიგა გაბუნიას თქმით, „კერხერისთვის“ მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში შეაქვთ:

„მოგეხსენებათ, სტუმარ-მასპინძლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც იქიდან გამომდინარე, რომ კერხერი ამზადებს დასუფთავებისთვის საჭირო ყველანაირ ინვენტარს, ქიმიას, ხსნარებს, ხელსაწყოებს და ა.შ და ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰორეკა სექტორს საქმეს ვუმარტივებთ და უკეთესი შედეგების მიღწევის საშუალებას ვაძლევთ“, - აღნიშნა გიგა გაბუნიამ.

ცნობისთვის, კომპანია „კერხერი“ თითქმის 100 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზეა წარმოდგენილი და დასუფთავების ტექნოლოგიების წარმოებაში ლიდერის პოზიციას იკავებს.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ბიზნესს დასუფთავების მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით ამარაგებს. დღეისთვის, ადგილობრივ ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ხუთი ფილიალით და ოფიციალური ონლაინ მაღაზიით, რომელიც გერმანული პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.

R