თქვენ მართავდით გუნდს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - შემდეგ ერთ დღეს გაიგებთ, რომ თქვენი ყველაზე წარმატებული თანამშრომელი იყენებს შემეცნებით გამაძლიერებელ წამლებს სამუშაოზე...
ეს სცენარი უკვე აღარ არის ჰიპოთეტური, თუ ნანახი გაქვთ ფილმი "Limitless", მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ NZT-48-ის სიუჟეტი: ფილმი მოგვითხრობს ედი მორას (ბრედლი კუპერი) ცხოვრებაზე- არასრულფასოვანი მწერალი და სუსტი ნებისყოფის ედი წააწყდება იდუმალ აბს, რომელმაც გააღვიძა მისი ტვინი და მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. დღეში მხოლოდ ერთი დოზით, ის უფრო სწრაფად სწავლობს ახალ ენებს, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს. აბი ეხმარება მას მონაცემების გაანალიზებაში უფრო სწრაფად, ვიდრე ამას შეძლებდა ნებისმიერი პროგრამა, რის გამოც საფონდო ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ NZT-48 რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, ბევრ ადამიანს აინტერესებს, იქნება თუ არა ოდესმე მსგავსი უსაზღვრო შესაძლებლობების აბი მომავალში. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენ ადვილად ვხედავთ მნიშვნელოვან წინსვლას ბიოლოგიაში, ტექნოლოგიაში და რა თქმა უნდა, მათ სინერგიაში - ბიოტექნოლოგიაში.
NZT-48-ს არ აქვს ანალოგი, რომელიც შეესაბამება მის სრულ შესაძლებლობებს, თუმცა, არსებობს მისი მსგავსი რამდენიმე ჭკვიანი პრეპარატი. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრეპარატებიდან მოდაფინილი არის NZT-48-თან ყველაზე ახლოს მყოფი. მიიჩნევენ, რომ NZT-48 ისტორია დაფუძნებული იყო მოდაფინილზე.
მოდაფილინი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ნატოს ქვეყნების სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ საჰაერო ძალებმა ერაყის სამხედრო ოპერაციების დროს გრძელვადიან სამხედრო ოპერაციების დროს გამოიყენეს და ხანგრძლივი უწყვეტი ოპერირების დროს რეაქციები და მოქმედების სიზუსტე პრაქტიკულად იგივე შერჩათ.
აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში მოდაფინილი თავისუფლად იყიდება აფთიაქებში რადგან გავლილი აქვს FDA-ს (U.S. Food and Drug Admisitration) და EMA-ს (Europian Medicines Agency) უსაფრთხოების მკაცრი რეგულაციები. მეცნიერები და ექიმები თანხმდებიან, რომ პრეპარატს დანიშნულებით მოხმარების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აქვს. თუმცა, როგორც ამჟამად არსებული ყველა სხვა წამლის მსგავსად, მას შეიძლება იშვიათად მოჰყვეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვა.
ვერ ვიტყვით, რომ მოდაფინილს აქვს ზუსტად იგივე ეფექტი, როგორც NZT-48 ან უმატებს მომხმარებლებს სუპერ-ინტელექტს, თუმცა ის გავლენას ახდენს ტვინის ნეორიტრასმიტერულ (დოფამინი, ნორადრენალინი, სეროტონინი, ორექსინი) სისტემაზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროდუქტიულობას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს იმუშაონ მეტი საათის განმავლობაში დაღლილობის გრძნობის გარეშე მაღალი სიფხიზლით და კონცეტრირებულებმა.
აშშ-ში საშუალო რგოლის მენეჯერების კითხვარის შევსებისას 1400 ინტერვიუერიდან ყოველი მეხუთე აღმოჩნდა ე.წ. „ჭკვიანი წამლების“ აქტიური მომხმარებელი, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ იყენებენ ამ პრეპარატებს არა იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სამსახურს და აიცილონ პასუხისმგებლობას, არამედ ტვინის კოგნიტური შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, რათა იმუშაონ მეტი და უკეთესად კონკურენტულ გარემოში.
იმის გამო, რომ ე.წ. „ჭკვიანი წამლები“ - უმეტესწილად - უსაფრთხო, ეფექტური და ადვილად მოსაპოვებელია, ისინი ქმნიან რამდენიმე ეთიკურ გამოწვევას როგორც დასაქმებული პერსონალისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის.
მორალურად რამდენად სწორია ამ წამლების გამოყენება? უნდა შევადაროთ თუ არა „ჭკვიანი წამლები“ დოპინგს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოტყუებას?
ძნელი სათქმელია, როგორ უპასუხებენ ბიზნეს აღმასრულებლები ამ კითხვებს. „ჭკვიანი წამლების“ საკითხი სავსეა ეთიკური და ბიზნეს დილემებით - გვჭირდება ოფისში თანამშრომელი „ჰალკი“, თუ ჩავთვალოთ, რომ პერსონალისთვის ესაა სოციალური სიკეთე, რომელსაც უნდა მივყვეთ?
სტატია მომზადებულია Harvard Business Review მასალების მიხედვით
R