ავტორი:

გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

გერმანიაში, სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს.

პროკურორების განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება ტერორიზმის დაფინანსების თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

მედია ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამართალდამცველებმა19 რეიდი ჩაატარეს ბადენ-ვიურტემბერგში, ბრემენში, ჰამბურგში, ჰესენში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ-პფალცში, ისევე როგორც ნიდერლანდებში არსებულ ერთ-ერთ საკუთრებაში.

სასამართლოს წინაშე, შვიდივე ბრალდებული დღეს და ხვალ წარდგება.