ავტორი:

გარდაიცვალა ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დედა იყო

გარდაიცვალა ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დედა იყო

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედა იყო, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ცხოვრობდა.

როგორც ადგილობრივებმა ambebi.ge-ს უთხრეს, ქალი გუშინ - 30 მაისს დაკრძალეს.

ვერა პუტინა ბოლო წლებში შვილებთან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ქალი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტში წლების წინ დაკარგული შვილი ამოიცნო.

"ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ერთხელ მაინც არ მნახოს ვოვამ და არ დამელაპარაკოს. სიზმარშიც ხშირად ვხედავ, მაგრამ ხმას არ მცემს. როგორც ცხოვრებაში, ისე სიზმარშიც, გაბუტულია ჩემზე", - ამბობდა ის წლების წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

მეტეხის მცხოვრებლებს დღემდე სჯერათ, რომ პუტინს საქართველო სწორედ მამინაცვლის გამო სძულს, რომელიც ბიჭს სასტიკად ექცეოდა, მერე კი ცოლი აიძულა ბავშვთა სახლში ჩაებარებინა.

იხილეთ ასევე: