"მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ასამბლეას. ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ქალბატონი პრეზიდენტო, 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი იდგა აქ და სიმბოლურია, რომ მე გამოვდივარ იმავე მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.
ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს.
თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს.
მე ვარ არ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ რუკაზე დააბრუნა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ პირველმა დააინიცირა ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაცია მისი რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტი გახადა, და მისი მმართველობის დროს საქართველო სამეზობლო პოლიტიკას და აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა.
2012 წელს "ქართული ოცნების" მთავრობა პრო-ევროპული დღის წესრიგით იქნა არჩეული, და ამ მხრივ ზოგიერთ საკვანძო მომენტს მიაღწია ამ მხრივ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია თავის დროზე იქნა მიღწეული. კონსტიტუცია 2016 წელს შეიცვალა, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოეცვა და ეს ისეთი რამეა, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს.
გამოწვევებისა და უცხოური აგრესიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობდა, უარი არ უთქვამს და არ შეძრწუნებულა. ის თავის პოზიციაზე იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალი იყო, მხარს უჭერდა და ხანდახან წინ უძღვებოდა ან თავის მთავრობას აძალებდა, როდესაც მიყვებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციამდე გზას. გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა… ეს გაკვეთილია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკისთვის - ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
"უკანასკნელმა 2-მა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით. არ დათმობენ ევროპულ მომავალს, თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ მაქვს ასეთი მყარი მოსაზრება და ვარ ასეთი ოპტიმისტი, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი, სანამ უკეთესი ცვლილებები დაიწყება. რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან.
რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ სიგნალს. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება. მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში მარცხდება, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, ცდუნება შევთავაზოთ სუსტი ადგილების პოვნის კუთხით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ უმრავლესობა პრეზიდენტისთვის კანონით მინიჭებულ ვეტოს უფლებას უგულებელყოფს, პრეზიდენტს ხალხის იმედი ექნება, რადგან, მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით.
"მიუხედავად იმისა, მე პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალა, სხვა ქვეყნების მსგავსად, პატივცემული უნდა იყოს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ყველა შიდა და გარე წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს. მინდა მთავრობის წევრებს მივმართო, რომ არ აქვთ უფლება დამემუქრონ, რადგან მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც საჭიროდ მიმაჩნია.
ჩემთვის კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლება შემიძლია გამოვიყენო თუ მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის. შეიძლება ჩემი ვეტო უმრავლესობის ამჟამინდელი წევრების მიერ უგულებელყოფილი იყოს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს დამიჭერენ, რადგან ჩემი გადაწყვეტილებები იმ პრინციპებს ეხმიანება, რომლებსაც ყველა ვეთანხმებით. მე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას გავაგრძელებ, ისე, როგორც მე ამას დღეს ვაკეთებ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.