ავტორი:

სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქია კახეთში - სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვა იყო სოფელ კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში. დაზიანებულია ვენახები, ატმისა და გარგარის ბაღები.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი წვიმა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სასოფლო სამეურნეო სავარგულების გარდა, სოფლის გზებიც დააზიანა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.