ავტორი:

"პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი" - თაკო ჩარკვიანი

"პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი" - თაკო ჩარკვიანი

ღარიბაშვილს კატასტროფული გამოსვლა ჰქონდა, ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში უთანხმოება ნატოს გამო მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯაროდ დაგმობდა, ეს „დასავლურობის წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა“.

"ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში უთანხმოება ნატოს გამოა და ამით ფაქტობრივად თქვა ისიც, რომ ნატო არ გვინდა, ხალხს კი მისთვის ამის ლეგიტიმაცია არ მიუცია. ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება დაეგმო, საქართველოს საწინააღმდეგოდ არ გაჟღერდებოდა. რატომ თვლის პრეზიდენტი ასე? პირიქით, ეს იქნებოდა დასავლურობის წისქვილზე წყლის დასხმა. მე ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილს კატასტროფული გამოსვლა ჰქონდა, ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება.

პრეზიდენტი რომელიც დასავლურ ღირებულებებს პატივს სცემს, ქვეყნის დეესკალაციაში უნდა ჩაერთოს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტრიბუნიდან საკუთარ ქვეყანაზე ცუდად ლაპარაკს არავინ დაიწყებს, ლანძღვას არავინ ითხოვდა, მაგრამ როდესაც მანამდე ღიად, დასავლელ პარტნიორებთან, მაღალი ტრიბუნიდან გაისმა ღარიბაშვილის ინტერვიუ, ამის კრიტიკული შეფასება საჭირო იყო. ღარიბაშვილს რომ შიგნით, ქვეყანაში გაეკეთებინა ეს კომენტარი, მაშინ გასაგები იქნებოდა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.