ავტორი:

"უკრაინელებმა ოლქი დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი" - ბელგოროდის გუბერნატორი

"უკრაინელებმა ოლქი დაბომბეს, დაშავდა ორი ადამიანი" - ბელგოროდის გუბერნატორი

უკრაინის მოსაზღვრე ოლქის, ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი უკრაინას ოლქის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, უკრაინული ძალები ერთი საათის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ შებეკინოს და დაშავებულია მინიმუმ 2 ადამიანი.

"შებეკინოსთვის ეს ღამე ისევ დაძაბულია. უკრაინული ჯარები ქალაქს ერთი საათის განმავლობაში ბომბავდნენ. წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს მდგომარეობა კი - საშუალო სიმძიმის“, - დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე.