ავტორი:

რუსები კიევს დაესხნენ თავს - არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვები

რუსები კიევს დაესხნენ თავს - არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვები

კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. დედაქალაქსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

"აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე“.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკისა და დნეპროვსკის რაიონებში 7 ადამიანი უკვე ჰოსპიტალიზებულია.

რუსულმა ძალებმა მაისში კიევს 17-ჯერ დაარტყეს. აქედან სამი თავდასხმა ერთ დღეში განხორციელდა.