ავტორი:

ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში

ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში

Bolt-ის აპლიკაციაში ახალი Taxi კატეგორია დაემატა, რომელსაც ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლია.

თბილისის მერიის დადგენილების მიხედვით, პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ. Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში სწორედ იმ ავტომობილებს აერთიანებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ ცვლილებებს და ამის გათვალისწინებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო სერვისი შევთავაზოთ. მერიის ახალი დადგენილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აპლიკაციაში ახალი Taxi კატეგორიის დამატება.

ქალაქში დატვირთული გადაადგილების ფონზე, ავტობუსის ზოლში მოძრავი კატეგორია მოქალაქეებს მისცემს საშუალებას თავი აარიდონ საცობებს და იმგზავრონ უფრო სწრაფად. იმედი გვაქვს, ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.” - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.

R