მულტფილმის ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები სპანჯბობი და კუ ნინძა ბავშვებთან შესახვედრად მზად არიან.
დიჯიტალ ტვ, პერსონაჟებთან ერთად, პატარებს 1 ივნისს, მთაწმინდის პარკში უმასპინძლებს. კომპანია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ზეიმს უერთდება.
პარკში, დიჯიტალ ტვ-ის კუთხესთან მოსულ ყველა პატარას შეეძლება თავის საყვარელ პერსონაჟთან ერთად, გადაიღოს ფოტო; გაიკეთოს სასურველი ნახატი, სახეზე - სრულიად უსაფრთხო საღებავით და გაატაროს დღე განსაკუთრებულად მხიარულად.
დიჯიტალ ტვ-ისთვის მნიშვნელოვანია, ყველა პატარას ჰქონდეს ბედნიერი და მხიარულებით სავსე ბავშვობა, რაც მათი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
გელოდებით ყველას, პატარებთან ერთად, 1 ივნისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე.
R