ავტორი:

1 ივნისს "პეპელას" მაღაზიათა ქსელში მომხმარებლებს 40%-მდე ქეშბექი და სხვა შეთავაზებები ელოდებათ

1 ივნისს "პეპელას" მაღაზიათა ქსელში მომხმარებლებს 40%-მდე ქეშბექი და სხვა შეთავაზებები ელოდებათ

1-ელ ივნისს პატარა სტუმრებისა და მათი მშობლებისთვის „პეპელამ“ სპეციალური შეთავაზებები მოამზადა - „თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათით გადახდისას ისინი 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, „საქართველოს ბანკის“ ბარათით 30-ჯერ მეტ ქულას, ხოლო „ლიბერთის“ ვიზა ბარათით კი - 40%-იან ქეშბექს.

ყველასთვის საყვარელი მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავს. წელსაც, უფროსებს საშუალება ექნებათ, თავიანთი პატარები სასურველი სათამაშოებით გაანებივრონ და ეს დღე ხალისიანად აღნიშნონ.

ბავშვთა დაცვის დღის იდეა ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს ჩამოყალიბდა და თარიღად 1-ლი ივნისიც მაშინ დადგინდა. საბოლოოდ ამ დღესასწაულის არსებობა მეორე მსოფლიო ომის დროს განმტკიცდა, როცა ბავშვების პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური იყო. დღეს, სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებითა და გასართობი ღონისძიებებით ბავშვთა დაცვის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

R