ავტორი:

უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ

უცხოპლანეტელები და ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - რას ამბობენ ნასას მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ

ამერიკელმა სპეციალისტებმა ათწლეულების განმავლობაში შეისწავლეს 800-მდე ინფორმაცია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, მაგრამ მათ შორის რეალურად ამოუცნობი და ამოუხსნელი მხოლოდ მცირე ნაწილი იყო.

გასულ წელს ნასამ შექმნა პანელი, სადაც მკვლევარები საჯაროდ საუბრობენ ამოუხსნელ ობიექტებთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებზე. აქ საუბრობენ ისეთ ამოუცნობ ობიექტებზე, რომლებიც არ არის იდენტიფიცირებული როგორც თვითმფრინავი, ან რაიმე საფრენი აპარატი და რომელსაც არ იცნობს მეცნიერება.

პანელის პირველი საჯარო შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა.

"ყოველთვიურად, ჩვენთან 50-100-მდე განცხადება შემოდის",- ამბობს ანომალიების მკვლევარი შონ კირკპატრიკი და განმარტავს, რომ ამოუცნობი ობიექტების შესახებ მთლიანი მონაცემთა ბაზის მხოლოდ 2-5%-ია მართლაც ამოუხსნელი.

პენტაგონის მოხსენების მიხედვით, 2004-2021 წლებში სამხედრო პილოტებმა 144 ამოუცნობი ობიექტი შენიშნეს. მათგან ყველას მოეძებნა ახსნა, გარდა ერთისა. ოფიციალურმა პირებმა არ გამორიცხეს ის აზრი, რომ შესაძლოა, ეს ობიექტები "არამიწიერი ყოფილიყო".

ოთხშაბათის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "ნასას" მიდგომის შეცვლაა. კოსმოსურმა სააგენტომ ათწლეულები შეალია უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაციების გადამოწმებას.

პანელის მოსმენის დასასრულს ცნობისმოყვარე საზოგადოების კითხვა გაჟღერდა: "რას მალავს ნასა?" რაზეც ნასას თანამშრომელმა, დენ ევანსმა თქვა, რომ სააგენტო გამჭვირვალობის მომხრეა: "ამიტომაც ვართ დღეს აქ".

წყარო: bbc

  • მოამზადა ანა სიბოშვილმა