საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილი ესაუბრა.
- ბატონო გია, მიმდინარე კვირა ჩვენი ხელისუფლების ევროპაში ვიზიტების თვალსაზრისით დატვირთული იყო. ვგულისხმობ პრემიერ ღარიბაშვილის გლობსეკზე გამოსვლას და შემდეგ ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.
რადგან პრეზიდენტის გამოსვლა ახალი ამბავია, ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ პრემიერის გამოსვლასაც შევეხოთ.
რა უთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას?
- დავინახე ის, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი დამოკიდებულება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე კონსტიტუციის შესაბამისია. იგი საქართველოს მომავალს ხედავს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან ეს დაადასტურა.
პრობლემა ისაა, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულება. საქართველოშიც და ევროპაშიც მშვენივრად ესმით, რომ მისი შესაძლებლობები პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით ძალიან შეზღუდულია პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე. საგარეო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებებს იღებს აღმასრულებელი ხელისუფლება და აქ ყველაფერი წესრიგში არ არის.
სალომე ზურაბიშვილის პირადი დამოკიდებულება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე კონსტიტუციის შესაბამისია. იგი საქართველოს მომავალს ხედავს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან ეს დაადასტურაპრეზიდენტი ევროპაში თავისიანად მოიაზრება. ასეც არის, მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ევროპაში გაატარა. მან იცის ის ენა, რა ენაზეც უნდა ელაპარაკოს ევროპელ პარტნიორებს. ევროპარლამენტში გამოსვლით პრეზიდენტმა მის მიმართ პირადი კეთილგანწყობა ნამდვილად დაიმსახურა. და არა მარტო ევროპაში, საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელიც ხვდება, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. განაგრძეთ კითხვა