ავტორი:

ვინ არის ნილამ გილი, რომელზეც წერენ, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სიყვარულია - ჰოლივუდის ვარსკვლავმა 28 წლის მოდელი დედას გააცნო

ვინ არის ნილამ გილი, რომელზეც წერენ, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ახალი სიყვარულია -  ჰოლივუდის ვარსკვლავმა 28 წლის მოდელი დედას გააცნო

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო ბოლო დროს პაპარაცების წინაშე ბრიტანელ მოდელთან, ნილამ გილთან ერთად ჩნდება ხოლმე. უფრო მეტიც, ლეომ მოდელი დედას გააცნო.

რა თქმა უნდა, ყვითელ პრესას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, მით უფრო, რომ ყველამ იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ლეოსთვის დედის აზრს, როცა სიყვარულს და საცოლეს ეხება საქმე. როგორც ცნობილია, ლეოს სურს ცოლად ისეთი ქალი შეირთოს, რომელიც მის დედასაც მოეწონება.

მედია წერს, რომ მოდელი ლეოს ახალი სიყვარულია, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ისინი პაპარაცებმა რესტორნის დატოვებისას დააფიქსირეს.

საინტერესოა, რომ დიკაპრიო და გილი კანის კინოფესტივალზეც ერთად შენიშნეს მაშინ, როცა ისინი კიდევ სხვა რამდენიმე მოდელთან ერთად ტოვებდნენ სასტუმრო Martinez-ს.

28 წლის მოდელის წარმომადგენელმა The Post-ს უთხრა, რომ გოგონა ლეონარდოსთან რომანტიკულ ურთიერთობაში არაა, დიკაპრიოს წარმომადგენელი კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა