ავტორი:

დღეს mshoblebi.ge - ს დაბადების დღეა, გილოცავთ!

დღეს mshoblebi.ge - ს დაბადების დღეა, გილოცავთ!

დღეს ვებგვერდ mshoblebi.ge - ს დაბადების დღეა. ქართული ინტერნეტგვერდი, რომელიც უკვე 9 წელია მშობლებს აუცილებელ და სასარგებლო ინფორმაციას აწვდის, ამ მიმართულების ფლაგმანია.

"დედები რომ გავხდით და დაგვჭირდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც მშობლებს, აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ენაზე, ასე მოკრებილი და თავმოყრილი არაფერი არ იყო, სადაც მშობელი შევიდოდა და აღმოაჩენდა მისთვის საინტერესო ყველა თემას, იქნებოდა ეს ბავშვის თუ მისი ჯანმრთელობა, ფსიქოლოგია, განათლება, კვება, გართობა და ა.შ. ამიტომ, ბევრი აღარ გვიფიქრია, გვინდოდა კიდეც რაღაც ახალი საქმის დაწყება და როცა ცოტა წამოვზარდეთ ჩვენი შვილები, 2014 წელს "შეგვეძინა" პირველი საამაყო შვილობილი mshoblebi.ge (მას მალევე მოჰყვა მეორე - შინი), რომლის დაარსებას, მუდმივ განვითარებას, რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ადგილის შენარჩუნებას და მის სფეროში ლიდერობას მართლა შევწირეთ ძალიან ბევრი რესურსი, ნერვი, ენერგია, ემოცია და... ახლაც ასე ვართ დღეს 9 წლის გახდა mshoblebi.ge. დღევანდელი მონაცემებით, ყველა ქართულ ვებგვერდს შორის (რომელთა რაოდენობა 1000-მდეა) მე-8 პოზიციაზეა და ყოველდღიურად ჩვენს პლატფორმას, საშუალოდ, 80-90 ათასი მშობელი კითხულობს! ვფიქრობთ, რომ სერიოზული შედეგია", - წერს სოციალურ ქსელში საიტის ერთ-ერთი რედაქტორი ლელა ზურებიანი.

  • ambebi.ge ულოცავს კოლეგებს დაბადების დღეს და კვლავაც დიდ წარმატებას უსურვებს!