ავტორი:

დღის ფოტო: უკრაინაში ბაბუა შვილიშვილის ცხედართან: გოგონა ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა

დღის ფოტო: უკრაინაში ბაბუა შვილიშვილის ცხედართან: გოგონა ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა

კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"აფეთქებების სერია ქალაქში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ტელეგრამზე“.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

კიევის მერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ დაბომბვას 9 წლის გოგონა ემსხვერპლა. გერაშენკო სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, გოგონას შოკირებული ბაბუა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცხედრის გვერდით იჯდა და იქამდე არ წავიდა, სანამ სცხედარი არ გადაასვენეს.

ფოტოს ავტორი სერგეი ოკუნევია.