ავტორი:

"ვესაუბრე ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ვესაუბრე ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, ევროპელი კოლეგებისგან სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება, ევროპელი პარტნიორები აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც საქართველო მიაღწია.

"მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან სიტყვიერი დაპირება მივიღე, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა ჩვენი საკითხის განხილვა იქნება.

ისინი აღიარებენ იმ პროგრეს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. მიმაჩნია რომ ძალიან რთულ იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: